თორნიკე შენგელია სანაკრებო მატჩების შემდეგ ბოლონიელებს 10 ქულით დაუბრუნდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსს“ დაუბრუნდა. იტალიურმა გუნდმა ევროლიგაზე სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“ ითამაშა და 72:104 დამარცხდა.
თორნიკე შენგელია საკმაოდ შედეგიანი იყო. მან 10 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.
მატჩის ბომბარდირი ფენერის კანადელი ლეგიონერი პიერი გახდა. მან 20 ქულა ჩააგდო.
„ვირტუსს“ 26 მატჩიდან 12 მოგება აქვს, ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-12 ადგილზეა და ერთი მოგება აშორებს საპლეიოფო ზონას.