თორნიკე შენგელია ოთხმატჩიან კვირას 19 ქულით იწყებს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მისთვის ურთულესი კვირა 19 ქულით დაიწყო. ბოლონიის „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში „დინამო სასარის“ უმასპინძლა და 95:85 სძლია.

თორნიკეს სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 8-დან 5 ორქულიანი, 10-დან 9 საჯარიმო, 3 მოხსნა, 1 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 25. ამ მაჩვენებლებით ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

„ვირტუსს“ იტალიის ჩემპიონატში 8 მატჩში 7 მოგება აქვს და დაუმარცხებელი „ტრენტოს“ შემდეგ მეორე ადგილზეა.

რაც შეეხება შენგელიას, მას 17-დან 24 ნოემბრამდე ოთხი მატჩი უწევს. ერთი კვირას გამართა, ოთხშაბათს მისი „ვირტუსი“ ევროლიგაზე „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება და მატჩის დასრულებისთანავე კაპიტანი ფინეთში გაემგზავრება, სადაც საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. ხუთშაბათს ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი მატჩია – ფინეთი-საქართველო. კვირას კი ეს გუნდები თბილისში ითამაშებენ.