თორნიკე შენგელია მორიგ ტიტულს მიუახლოვდა - 18 ქულა „უნიქსთან“ #1TVSPORT
თორნიკე შენგელია მორიგ ტიტულს მიუახლოვდა - 18 ქულა „უნიქსთან“ #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის ნახევარფინალოში დამარცხების შემდეგ მთელი ყურადღება ვითიბი ლიგაზე გადაიტანა და ჩემპიონობასაც მიუახლოვდა. ფინალში მოსკოველების მეტოქე ყაზანის „უნიქსია“, რომელმაც რეგულარულ ეტაპზე ცსკა-ზე უკეთესი პოზიცია დაიკავა და ფინალის წინ მოედნის უპირატესობაც ჰქონდა.

თუმცა შენგელიას თანაგუნდელებმა ყაზანში პირველი თამაში 85:77 მოიგეს, მეორე – 76:57 და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

მეორე მატჩში გამარჯვება უმთავრესად თორნიკეს დამსახურებაა, რომელიც შეხვედრის ბომბარდირი გახდა: 25 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. მან 13-დან 5 ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

ვიცე-ბომბარდირი იოჰან ვოიტმანი იყო – 16 ქულა.

ვითიბი ლიგის ფინალური სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი მოსკოვში 10 ივნისს გაიმართება.