თორნიკე შენგელია მოედანს უბრუნდება - საქართველოს ნაკრებთან ერთად მნიშვნელოვანი მატჩები გველის [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე წერს:
„საბედნიეროდ, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ჩემს საყვარელ საქმიანობას ვუბრუნდები. წინ სერია A-სა და ევროლიგის თამაშებია „ვირტუსთან“ ერთად, ხოლო 10 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვანი თამაშები გველის“.
შეგახსენებთ, რომ თორნიკემ ტრავმა ევრობასკეტის წინ, 24 აგვისტოს ნიდერლანდებთან მატჩისას მიიღო. მას მერე მკურნალობს და როგორც თავად ამბობს, სანაკრებო მატჩებისთვის მზად იქნება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 11 ნოემბერს ისლანდიასთან რეიკიავიკში ითამაშებს, 14 ნოემბერს – თბილისში, იტალიასთან.