თორნიკე შენგელია - მეამაყება, რომ ჩემი ხალხის გახარების საშუალება მომეცა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ისლანდიასთან მატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიას კომენტარი ასეთი გახლდათ:
„ეს იყო ყველაზე ემოციური მატჩი, რაც საქართველოს ნაკრებში მითამაშია. საოცრად გახარებული ვარ ჩემს გუნდელებთან, მწვრთნელებთან და ყველა ქართველთან ერთად. მეამაყება, რომ საშუალება მომეცა, ჩემი ხალხი გამეხარებინა.
ურთულესი თამაში იყო. ისლანდიამ თავიდან ბოლომდე იბრძოლა. თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა დიდებული სამუშაო შეასრულა და მიაღწია მიზანს მატჩში, რომლის ყოველი დეტალი, ყოველი მოხსნა, ყოველი ფოლი, ყოველი შეცდომა უმნიშვნელოვანესი იყო. ეს იყო იშვიათი მატჩი, რომლის მთელ 40 წუთში ყოველი წამი ფასეული იყო“.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოს ერთდროულად სამ ქვეყანაში დაიწყება – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში.