ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალი ზაფხულში თორნიკე შენგელიას დამატებას გეგმავს. ქართველი კალათბურთელი „სამეფო კლუბის“ მთავარი სამიზნეა.
თორნიკე შენგელიას „ბასკონიასთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, ქართველი ხელფასის სახით წელიწადში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. რეალი მოთამაშეს გაცილებით უკეთეს პირობებს, მის ახლანდელ კლუბს კი სოლიდურ კომპენსაციას სთავაზობს.