თორნიკე შენგელია კონდრაშინისა და ბელოვის მემორიალზე - მოსკოველებმა ფინალში „ზენიტთან“ დათმეს [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელია კონდრაშინისა და ბელოვის მემორიალზე - მოსკოველებმა ფინალში „ზენიტთან“ დათმეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან ერთად სეზონის პირველი ტურნირი ითამაშა. მოსკოველები ვლადიმირ კონდრაშინისა და ალექსანდრ ბელოვის მემორიალის სათამაშოდ სანკტ-პეტერბურგში ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბელოვი 1972 წელს ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ საკანდელიძესა და მიხეილ ქორქიასთან ერთად გახდა. გუნდს კი ვლადიმირ კონდრაშინი წვრთნიდა.

მემორიალის ნახევარფინალში ცსკა „პარმას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 94:58.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 16 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 8 ქულა და 2-2 მოხსნა-პასი მოაგროვა. 13 ქულით ცსკა-ს ბომბარდირი იოჰან ვოიტმანი გახდა.

ფინალში თორნიკე შენგელიას გუნდი პეტერბურგის ზენიტს დაუპირისპირდა და მოულოდნელად 73:100 დამარცხდა.

თორნიკე შენგელია ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო. მისი მონაგარი ასეთი გახლდათ: 17 წუთი, 3 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი.

„ზენიტის“ რიგებში იასპარეზა საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა კონერ ფრენკამპმა, რომელიც გასულ სეზონში „მურსიას“ ღირსებას იცავდა. კონერმა ცსკა-სთან 11 წუთი ითამაშა, მატჩი 5 ქულითა და თითო ჩაჭრა-პასით დაასრულა.