თორნიკე შენგელია იტალიის სუპერთასის „ოცნების გუნდში“ დაასახელეს #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ახალი სეზონი ტიტულით დაიწყო. ბოლონიელებმა იტალიის სუპერთასი მოიგეს, ხოლო ქართველი კალათბურთელი ტურნირის MVP გახდა.
თორნიკე ასევე დაასახელეს სუპერფინალის „ოცნების გუნდშიც“. მის გარდა სიმბოლურ ხუთეულში „ვირტუს ბოლონიიდან“ კიდევ სამი კალათბურთელი მოხვდა.
იტალიის სუპერთასის „ოცნების გუნდი“:
პაიოლა („ვირტუსი“), დელა ვალე („ბრეშა“), ბელინელი („ვირტუსი“), შენგელია („ვირტუსი“), მიკი („ვირტუსი“).
შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ფინალში „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.