თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის, Lega A-ს მერვე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
უკანასკნელი ტურის შეხვედრაში შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ 88:76 დაამარცხა. შენგელიამ მოედანზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 26 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა +35 შეადგინა.
იტალიის ჩემპიონატის მერვე ტურის სიმბოლური გუნდი ასეთია: დავიდე მორეტი, ოლივერ ჰანლანი („ვარეზე“), შევონ შილდსი („მილანი“), თორნიკე შენგელია („ვირტუს ბოლონია“), ტომისლავ ზუბჩიჩი („ნაპოლი“).
Lega A-ში ჩატარებული რვა ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდს შვიდი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი რეგულარული სეზონის ლიდერია.