ბოლონიის „ვირტუსმა“, რომელშიც თორნიკე შენგელია ასპარეზობს, იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში 3:0 დაამარცხა „ტორტონა“ და ფინალის საგზური მოიპოვა. ბოლონიაში მოგებული ორი მატჩის შემდეგ „ვირტუსი“ ქალაქ ტორტონას ესტუმრა და იქაც გაიმარჯვა – 89:82.
22 ქულით მატჩის ბომბარდირი შენგელიას თანაგუნდელი დანიელ ჰაკეტი გახდა, თოკოს სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 11 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი.
ფინალში „ვირტუსი“ „მილანს“ შეხვდება, რომელმაც 1/2-ფინალში „სასარის“ სძლია (3:0). ფინალური სერიის პირველი შეხვედრა 10 ივნისს მილანში გაიმართება.