თორნიკე შენგელია ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებშია (ვიდეო)

ევროლიგამ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე 2017-18 წლების სეზონის პირველი სიმბოლური ნაკრები წარმოადგინა.

სეზონის ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელიც ესპანეთის “ბასკონიაში” თამაშობს.

სრულად სეზონის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი”)
ნანდო დე კოლო (ცსკა)
ლუკა დონჩიჩი (“რეალი”)
თორნიკე შენგელია (“ბასკონია”)
იან ვესელი (“ფენერბაჰჩე)

თორნიკე შენგელიამ რეგულარულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და საშუალო 25.34 წუთში 13.9 ქულა, 6.2 მოხსნა, 2.1 პასი, 0.8 ჩაჭრა და 0.6 დაფარება დააგროვა. პლეი ოფში “ფენერბაჰჩესთან” ჩატარებულ ოთხ მატჩში მისი სტატისტიკა იყო: 12.3 ქულა, 5.3 მოხსნა და 2.8 პასი.