თორნიკე შენგელია ესპანეთის „ლიგა ენდესას“ 22-ე ტურის ყველაზე ღირებული მოთამაშეა (ვიდეო)

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ბრწყინვალე ფორმაშია. თორნიკე ესპანეთის „ლიგა ენდესას“ 22-ე ტურის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) მიმდინარე სეზონზე უკვე მეორედ დაასახელეს.

ქართველმა ფორვარდმა „ხუვენტუდთან“ ჩინებული შეხვედრა ჩააატარა. მის ანგარიშზე ამ მატჩში 32 ქულა, 13 მოხსნა(4 შეტევაში) და 5 პასი იყო. თორნიკეს სარგებლიანობის ინდექსმა 44 ერთეული შეადგინა.

თოკოს გარდა, საუკეთესოთა შორის დაასახელეს ასევე ალეკსა ავრამოვიჩი (35 ქულა, ესტუდიანტესი), მარსელინიო უერტასი (იბეროსტარ ტენერიფე, 16 პასი) და კლემენ პერეპელიჩი (ხუვენტუტი, 6 სამქულიანი).