თორნიკე შენგელია და მისი გუნდი „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად „ბარსელონას“ დაუპირისპირდნენ.
ფინალი, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული გამოდგა და „ბასკონიამ“ მძიმე ბრძოლაში მეტოქე მინიმალური სხვაობით, ანგარიშით – 69:67 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ მატჩი კარგად ჩაატარა, განსაკუთრებით კი მეოთხე პერიოდი, როდესაც ძალიან საჭირო სამქულიანი ჩააგდო და მნიშვნელოვანი ჩაჭრა გააკეტა. მეოთხე პერიოდშივე თორნიკემ „ბარსელონას“ ლიდერს, ნიკოლა მიროტიჩს მეხუთე ჯარიმა აკიდა და პარკეტი ნაადრევად დაატოვებინა, რამაც მატჩის „ბასკონიას“ სასარგებლოდ დასრულებაში დიდი როლი ითამაშა.
თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 14 ქულა, ოთხი მოხსნა და ორი პასია.
მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი ლუკა ვილდოსა დასახელდა.