თორნიკე შენგელია 73-დღიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
24 აგვისტოს ნიდერლანდებთან სანაკრებო მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. მას მხრის ტრავმის მოშუშებისა და რეაბილიტაციისთვის 73 დღე დასჭირდა.
თოკომ სეზონის პირველი მატჩი ევროლიგაზე ბოლონიაში ფრანგული „ვილერბანის“ წინააღმდეგ გამართა. მისი „ვირტუსი“ პირველ ტაიმში 15 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 79:84.
შენგელიამ 17 წუთი თამაშა, 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ეს იყო თორნიკე შენგელიას მეორასე მატჩი ევროლიგაზე.
მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე ვილერბანელი დევიდ ლაითი იყო, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.
6 ტურის შემდეგ „ვირტუსს“ 2 მოგება აქვს და 18-გუნდიან ლიგაში მე-15 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს 9 ნოემბერს სტუმრად „მილანის წინააღმდეგ გამართავს.