ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოჩნდა სტატია სახელად „თორნიკე შენგელია – 2018 წლის მეფეა“.
სტატიაში ტურნირზე მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელების გამოსვლაა შეფასებული და პირველ ადგილზე სწორედ ვიტორიელთა ქართველი კაპიტანია-
„ქართველმა ფორვარდმა დაამტკიცა, რომ საუკეთესო გუნდის ლიდერობაც შეუძლია. იგი შარშან შესანიშნავ ფორმაში იყო. თუკი 2017 წელი ბოიან ბულიევიჩის იყო, 2018-ის მეფე თორნიკე შენგელია გახდა.“
ათ საუკეთესო მოთამაშეს შორის „ბასკონიის“ სამი მოთამაშე მოხვდა. მათგან ორი საქართველოს ნაკრებში ასპარეზობს – შენგელია და ჯენინგი.
ათეული ასე გამოიყურება –
თორნიკე შენგელია – 645
ჯეისი ქეროლი – 547
ტომას ერტელი – 526
ანტე ტომიჩი – 506
მეტ ჯენინგი – 486
ნიკოლას ლაპროვიტოლა -483
პაკო კრუზი – 455
კოსტას ვასილიადისი – 444
ვენსან პუარე – 439
ჰაიმე ფერნანდესი – 433