ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრა აუტსაიდერ „ენოსისს“ თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე მოუგო – მიზეზი ქართველი შემტევის ტრავმაა.
კვიპროსული მედიის ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმის გამო ახალი გამოკვლევა ჩაუტარდა და მისი შედეგი სასიამოვნო არ იყო – საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დაგეგმილზე მეტხანს ვერ ითამაშებს.
ბოლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, 28 წლის ოქრიაშვილს გამოსაჯანმრთელებლად და რეაბილიტაციითვის კიდევ 20 დღე სჭირდება. ამიტომ თემურ ქეცბაიას განკარგულებაში მისი დაბრუნების დრო დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გადაიდო.
თორნიკეს თამაში უკვე გამოირიცხა 12 დეკემბერს „ჰერმესთან“ გასვლით მატჩში და ასევე ძალიან საეჭვოა „პაფოსთან“ 18 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაში.
ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობას არ სურს გაუაზრებელ რისკზე წასვლა და ოქრიაშვილს მოედანზე ნაჩქარევი დაბრუნება სთხოვოს. ისინი შეეცდებიან, რომ ქართველი ფეხბურთელი მზად იყოს 22 დეკემბრისთვის, როდესაც ქეცბაიას გუნდი პრინციპულ მეტოქეს, „ომონიას“ შეხვდება.
ტრავმის გამო ოქრიაშვილმა გუნდის მთავარი ბომბარდირის სტატუსი დაკარგა. „ენოსთან“ გიორგი ქვილითაიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და 6 გოლი დაუგროვდა, როდესაც ოქრიაშვილის ანგარიშზე ოთხი გოლია.