„ტორინოს“ თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი „რომასა“ და „ნაპოლის“ ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას „კალჩომერკატო“ ავრცელებს.
საინტერესოა, რომ ფეხბურთელის ამჟამინდელ კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროა დასახელებული, თუმცა ეს პუნქტი მხოლოდ უცხოური (არაიტალიური) კლუბების შემთხვევაში მოქმედებს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბელოტის მიმართ ინტერესს ინგლისური „ევერტონი“ იჩენს.
ბელოტი „ტორინოში“ 2015 წელს „პალერმოდან“ გადავიდა და ტრანსფერის ოდენობამ მაშინ 8.4 მილიონი ევრო შეადგინა. ფორვარდის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.