„ტორინოს“ სპორტული დირექტორი - საზონოვის იჯარით გაშვებას არ ვაპირებთ #1TVSPORT
„ტორინოს“ სპორტულმა დირექტორმა, დავიდე ვანიატიმ საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბი მასთან განშორებას არ გეგმავს.
„ჩვენ არ ვაპირებთ საბა საზონოვის იჯარით სხვა გუნდში გაშვებას და მისთვის რაიმე ვარიანტს არ ვეძებთ“, – ციტირებს RB Sport-ი ვანიატის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის საზონოვი „ტორინოში“ 2023 წლის აგვისტოდან თამაშობს. საქართველოს ნაკრების მცველმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ჯერ ვერ შეძლო.
ამის გამო ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს იტალიური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს მისი იჯარით გაშვებას გეგმავდა.
მიმდინარე სეზონში საზონოვმა „ტორინოს“ შემადგენლობაში ხუთი მატჩი (149 წუთი) ჩაატარა. პორტალ Transfermarkt-ზე ფეხბურთელის ფასი სამი მილიონი ევროა.