„ტორინოს“ გულშემატკივრები ჩემპიონატის განახლების წინააღმდეგ გამოდიან
„ტორინოს“ გულშემატკივრები ჩემპიონატის განახლების წინააღმდეგ გამოდიან

საფეხბურთო კლუბ „ტორინოს“ გულშემატკივრები სერია ა-ს განახლების წინააღმდეგ გამოდიან, იუწყება „დეილი მეილი“. მათ სტადიონზე ბანერები განათავსეს, რომლებზეც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებენ, თამაშები არ განაახლოს.

„ნამდვილი ვირუსი, რომელიც უნდა ამოვძრკვოთ, თქვენ ხართ, ვინც თამაშების განახლებას უჭერთ მხარს. ათასობით ადამიანი გარდაიცვალა, თქვენ კი ფეხბურთის თამაშზე ფიქრობთ“, – წერია ბანერებზე.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსის 200 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 30 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.