„ტორინომ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„ტორინომ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

სერია A-ს ბინადარი „ტორინო“ მთავარ მწვრთნელს მარკო ჯამპაოლოს გამოეთხოვა.

„საფეხბურთო კლუბი „ტორინო“ აცხადებს, რომ მარკო ჯამპაოლო განთავისუფლებულია პირველი გუნდის მწვრთნელის პოსტიდან. კლუბი მადლობას უცხადებს ჯამპაოლოსა და მის თანაშემწეებს ამ თვეებში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვისა და საქმისადმი ერთგულებისთვის“, – წერია „ტორინოს“ ოფიციალურ „ტვიტერში“.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ტორინომ“ შაბათს, იტალიის ჩემპიონატში 0:0 ითამაშა „სპეციასთან“ იმის მიუხედავად, რომ ჯამპაოლოს გუნდს მერვე წუთიდან რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა.

53 წლის სპეციალისტი ტურინულ კლუბს 2020 წლის შვიდი აგვისტოდან ედგა სათავეში.

სერია A-ს 18 ტურის შემდეგ, „ტორინომ“ 13 ქულა დააგროვა და მე-18 ადგილზეა.