ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგა (MLS) ახლოს არის იმასთან, რომ ამ ზაფხულს ორი ძლიერი თავისუფალი აგენტი მიიღოს. პირველი კანდიდატია ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ფერნანდო ტორესი, რომელმაც უკვე გამოაცხადა მადრიდის “ატლეტიკოდან” წასვლის შესახებ.
“ჩვენ ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული გუნდთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვარიანტი ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორე – ჩინეთი”, – განუცხადა გაზეთ Marca-ს ესპანელი ფორვარდის აგენტმა ანტონიო სანსმა.
შესაძლოა, ფერნანდო ტორესს მიბაძოს ფრანგული “ნიცას” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ. იტალიელი თავდამსხმელის აგენტი მინო რაიოლა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს “დი სი იუნაიტედთან”, – წერს Sports Illustrated.
34 წლის ტორესმა 2017-18 წლების სეზონში 34 მატჩში 7 გოლი გაიტანა. 27 წლის ბალოტელის 32 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, რომ სამი კვირის წინ, “ლოს ანჯელეს გელაქსიში” დაიწყო თამაში ლეგენდარულმა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.