ერთი თვეა, რაც ახალი საკლუბო სეზონი დაიწყო და TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში ჯერ კიდევ 17 გუნდია შემორჩენილი, რომლებსაც თამაში არ წაუგიათ.
პრემიერლიგაში 5 ტურის შემდეგ არ დამარცხებულან „მანჩესტერ სიტი“ (13 ქულა), „არსენალი“ (11), „ბრაიტონი“ (9) და „ნოტინგემ ფორესტი“ (9). პეპ გვარდიოლას გუნდი ლიდერობს გათამაშების ცხრილს.
ლა ლიგაში დაუმარცხებელნი რჩებიან: „ბარსელონა“ (18), „რეალი“ (14) და „ატლეტიკო“ (12). 6 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს „ბარსელონა“.
5 ტურის შემდეგ სერია A-ში ჯერ არ აქვთ წაგება ლიდერ „ტორინოს“ (11), „იუვენტუსსა“ (9) და „ემპოლის“ (9).
ლიგა 1-ში დაუმარცხებლად მიდიან „პარი სენ-ჟერმენი“ (13) – ლიდერი 5 ტურის შემდეგ, „მარსელი“ (13), „მონაკო“ (13) და „ლანსი“ (9).
ბუნდესლიგაში 4 ტურის შემდეგ არ წაუგიათ ლიდერ „ბაიერნს“ (12), „ლაიპციგსა“ (8) და „უნიონს“ (8).