ტოპ20-ის ჩოგბურთელები აშშ-ის ღიას მასობრივი ბოიკოტით დაემუქრნენ
ტოპ20-ის ჩოგბურთელები აშშ-ის ღიას მასობრივი ბოიკოტით დაემუქრნენ

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტოპ-ოცეულში შემავალი ჩოგბურთელები ბოიკოტით ემუქრებიან ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებს.

გაზეთ „მარკას” ინფორმაციით, მოთამაშეები გამოტოვებენ ნიუ იორკში გასამართ „დიდი სლემის” ტურნირს, თუ ორგანიზატორები და ასოციაცია არ შეიტანენ ცვლილებებს სამედიცინო პროტოკოლში. კერძოდ, ჩოგბურთელები ითხოვენ – არ იმოქმედოს აუცილებელი კარანტინის წესმა ევროპაში დაბრუნების შემდეგ.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ TOP20-ის მოთამაშეებიდან აშშ-ის ღიას გამოტოვებენ რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, გაელ მონფილსი და სტენ ვავრინკა.

ტურნირის სტარტი 31 აგვისტოსთვის არის ჩანიშნული.