ტოპ-კლუბების შემდეგ საქართველოში - „საბურთალოში“ „პსჟ“-სა და „ალკმაარის“ ყოფილი ფეხბურთელი ვარჯიშობს
ტოპ-კლუბების შემდეგ საქართველოში - „საბურთალოში“ „პსჟ“-სა და „ალკმაარის“ ყოფილი ფეხბურთელი ვარჯიშობს
„საბურთალოში“ კიდევ ერთი უცხოელი მოთამაშე გამოჩნდა. გია ცეცაძის გუნდში (რომელმაც ესპანური შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ავსტრიულ „ადმირასთან“ 1:2 წააგო) ჰოლანდიელმა ლევი ოპდამმა ითამაშა.
 
ლევი ოპდამი „ალკმაარის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, თამაშობდა მის დუბლშემადგენლობაში, მთავარი გუნდის ფორმა კი ერედივიზიონში მხოლოდ ერთხელ, ისიც 29 წუთით მოირგო. 2018 წლის იანვარში იჯარით ჰოლანდიის ერსტევიზის (რანგით მეორე) „იგლზში“ გაუშვეს. 2018 წლის ზაფხულში „ალკმაარს“ დაუბრუნდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება არც მაშინ მიეცა და 2018 წლის 17 ოქტომბერს ხელშეკრულება გაწყვიტა.
2019 წლის 29 იანვარს „საბურთალოს“ პოტენციურმა ახალწვეულმა „პარი სენ-ჟერმენ B“- სთან (რომელიც ნაციონალ ლიგა 2-ში თამაშობს), ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ფორმით შვიდი მატჩი ჩაატარა. 2019 წლის 22 ივლისს ფრანგული გუნდიც დატოვა და სამოყვარულო ხელშეკრულების საფუძველზე ჰოლანდიის ერსტევიზის „ტოპ ოსში“ გამოდიოდა.
გერმანული სამენჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ ჰოლანდიელი მცველის ტრანსფერის პირობით ღირებულებას 150 ათას ევროდ აფასებს. აღსანიშნავია, რომ ლევი ოპდამი წარმოშობით ინდონეზიელია და მას ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშიც შესთავაზეს – ოპდამს ინსტაგრამის გვერდზე თხოვნით ინდონეზიის სპორტის სამინისტრომ მიმართა.