NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი ტონი პარკერი საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება.
იტყობინებიან, რომ კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი, 71 წლის ჟან-მიშელ ოლა, რომელიც „ლიონს“ 1987 წლიდან ხელმძღვანელობს, პარკერს თავის მემკვიდრედ მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ, ამჟამად „სან ანტონიო სპურსის“ ყოფილი გამთამაშებელი საკალათბურთო ევროლიგის მონაწილე „ვილერბანის” პრეზიდენტია. ამ კლუბში წილი 37 წლის ექს-კალათბურთელმა 2019 წელს შეიძინა.
ტონი პარკერს კარიერის დიდი ნაწილი „სან ანტონიოში“ აქვს გატარებული და 2001-18 წლებში ამ გუნდთან ერთად ოთხჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი“.