ტონი პარკერი კიდევ სამი წელი აპირებს თამაშს
ტონი პარკერი კიდევ სამი წელი აპირებს თამაშს

“სან ანტონიო სპურსის” ვეტერან ფორვარდს ტონი პაკერს სურს კიდევ სამი სეზონი ითამაშოს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, თანაც აუცილებლად “სპურსის” რიგებში.

“კიდევ სამი წლით მინდა დარჩენა, რადგან ჩემი ოცნებაა 20 სეზონი გავატარო “სან ანტონიოში”. ამიტომაც, ჩემი სურვილია – “სპურსმა” კონტრაქტი გააგრძელოს, რომელსაც ამ ზაფხულს გასდის ვადა. სამი წლის შემდეგ კი ჩემს ბიზნესს გავაგრძელებ. ყოველთვის ვემზადებოდი კარიერის შემდგომი ცხოვრებისთვის, რადგან არასოდეს იცი – რამდენი ხანი გასტანს მოედანზე ყოფნა.

2009 წელს, ინვესტიცია ჩავდე კლუბ “ვილერბანში”. 2014 წელს, მისი მფლობელი გავხდი. შარშან, ქალთა გუნდიც შევიძინე. საფრანგეთში ვქმნი საკუთარ აკადემიას, რომელიც განკუთვნილი იქნება ბავშვებისთვის მთელი მსოფლიოდან. გარდა ამისა, არის ფილმები და ტელევიზია – ესეც ძალიან მომწონს”, – აღნიშნა პარკერმა.