მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა სერიოზული ტრავმა მიიღო – გერმანელს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა.
სამედიცინო ანგარიშში წერია, რომ 29 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთის გაწყვეტა დაუდგინეს. აღდგენის ვადებზე არაფერს იტყობინებიან, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გერმანელმა სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს.
„რეალმა“ 6 იანვარს, საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო „სოსიედადთან“, კროოსმა მოედანზე 80 წუთი გაატარა, რის შემდეგაც შეცვალეს.