ტონი კროოსმა წასვლის ასაკი დაასახელა
ტონი კროოსმა წასვლის ასაკი დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა აღნიშნა, რომ ესპანურ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მზად არის კარიერა დაასრულოს. გერმანელი ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს იწურება.

„33 წლის ასაკში ცუდი არ იქნებოდა პენსიაში გასვლა. იმ მომენტისთვის მექნება შესაძლებლობა ავირჩიო, ღირს თუ არა გაგრძელება. მადრიდის შემდეგ სადმე შორს წავიდე? არასოდეს ვითამაშებ აშშ-ში, ჩინეთში ან ყატარში“, – მოჰყავს კროოსის სიტყვები გაზეთ „ბილდს“ (Bild).

კროოსმა გასულ სეზონზე ესპანეთის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.