ტონი კროოსმა თავის კარიერაში საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა: მეკარე – ნოიერი, მცველი – რამოსი, ნახევარმცველი – მოდრიჩი, ფორვარდი – რონალდო # 1TVSPORT
MADRID, SPAIN - APRIL 30: Toni Kroos of Real Madrid Celebrates the championship during the La Liga Santander match between Real Madrid v Espanyol at the Santiago Bernabeu on April 30, 2022 in Madrid Spain (Photo by David S. Bustamante/Soccrates/Getty Images)
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც კარიერის განმავლობაში შეხვედრია.
გერმანელი სტრიმერის ელიას ნერლიჰის კითხვაზე პასუხად ნახევარმცველს უნდა ჩამოეთვალა უძლიერესი ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით და არ ჰქონდა მნიშვნელობა, უთამაშია თუ არა მას რომელიმესთან ერთად ერთ გუნდში.
„700-ზე მეტი მატჩი მქონია, ასე რომ კარიერის განმავლობაში ნებისმიერ შემთხვევაში შევხვდებოდი ერთ-ორ გამოჩენილ ფეხბურთელს. ამიტომაც ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება.
მაგრამ რადგან მაინც უნდა ავირჩიო, მაშინ ოთხზე შევჩერდები: მეკარე – მანუელ ნოიერი, მცველი – სერხიო რამოსი, ნახევარმცველი – ლუკა მოდრიჩი და ფორვარდი, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდო“, – განაცხადა კროოსმა.