ტონი კროოსმა „რეალთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა #1TVSPORT
ტონი კროოსმა „რეალთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი არ გააგრძელებს კონტრაქტს კლუბთან. ამის შესახებ წერს გამოცემა SER Deportivos.

კროოსმა უარყო „რეალის“ ხელმძღვანელობის ახალი წინადადება და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ აპირებს გუნდიდან წასვლას. გერმანელის მოქმედი ხელშეკრულება კროოსთან 2023 წლის ზაფხულს იწურება.

აღნიშნავენ, რომ ასეთმა მიდგომამ გააკვირვა „რეალის“ ხელმძღვანელები. ნახევარმცველმა თავისი გადაწყვეტილება სათამაშო დროის გარანტიის არქონით ახსნა. მას არ სურს ზედმეტი ტვირთი გახდეს გუნდისთვის.

ლა ლიგას გასულ სეზონში კროოსმა 28 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.