ტონი კროოსი სეზონს ვერ დაიწყებს #1TVSPORT
ტონი კროოსი სეზონს ვერ დაიწყებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ ნახევარმცველ ტონი კროოსის ტრავმის შესახებ გამოაცხადა.

გერმანელ ფეხბურთელს პუბალგიის დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის საზარდულის ქრონიკული დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ბარძაყის ძვალსა და მუცლის პრესს შორის, რაც ტკივილს იწვევს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, 31 წლის გერმანლეი ნამდვილად ვერ ითამაშებს ლა ლიგას პირველ ტურში „ალავესის“ წინააღმდეგ.

ირკვევა, რომ ასეთი დიაგნოზისას, აღდგენის პროცესს ექვსი-რვა კვირა სჭირდება.