„რეალ მადრიდის“ 30 წლის ნახევარმცველი ტონი კროოსი აცხადებს, რომ კარიერის ბოლომდე სამეფო კლუბში თამაში სურს.
„საფეხბურთო სამყაროში სამი წელი საკმაოდ დიდი პერიოდია და მინდა, რომ „რეალთან“ შეთანხმება ბოლომდე შევასრულო. იმ დროისთვის 33 წლის ვიქნები და სამი ვარიანტი მექნება: სხვა გუნდში გადასვლა, დარჩენა ან კარიერის დასრულება. მინდა, რომ ფეხბურთიდან „რეალის“ მოთამაშედ წავიდე“, – ამბობს კროოსი.
გერმანელი მადრიდულ კლუბში 2014 წლიდან თამაშობს, მანამდე კი მიუნხენის „ბაიერნისა“ და ლევერკუზენის „ბაიერის“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა 33 მატჩში მიიღო, გაიტანა ხუთი გოლი და შეასრულა ცხრა საგოლე გადაცემა.