ტონი კროოსი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტონი კროოსი საფეხბურთო კარიერას ევრო 2024-ის შემდეგ დაასრულებს.
34 წლის ფეხბურთელი მადრიდის „რეალს“ 2014 წელს შეუერთდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო. მანამდე ის „ბაიერნში“ ირიცხებოდა, სადაც ასევე გახდა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული.
კროოსი წლების მანძილზე გერმანიის ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო და 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
„ტონი კროოსი მადრიდის „რეალის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ეს კლუბი მისთვის ყოველთვის საკუთარი სახლივით იქნება“, – განაცხადა „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა.