ტონი კროოსი ევრო 2024-ისთვის გერმანიის ნაკრებში დაბრუნებაზე ფიქრობს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი განიხილავს გერმანიის ნაკრებში თამაშის განახლების შესაძლებლობას, – იტყობინება გამოცემა Athletic-ი.
34 წლის ფეხბურთელს კარგი ურთიერთობა აქვს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან, იულიან ნაგელსმანთან, ამიტომაც ფიქრობს, დაბრუნდეს ნაკრებში და ითამაშოს საშინაო ევრო 2024-ზე.
კროოსმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2021 წლის ზაფხულში გამოაცხადა. მან ეროვნულ ნაკრებში 106 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველის ანგარიშზე 29 ოფიციალურ მატჩში ერთი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემაა.