მადრიდის „რეალის“ და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე საკლუბო სეზონი გამომცემლობა „დი ველტთან“ (Die Welt) შეაფასა.
„სეზონის სტარტზე გარკვეული პრობლემები გვქონდა და „ლა ლიგის“ პირველ ნახევარში საკმაოდ ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. თითოეული გამარჯვება გუნდს თავდაჯერებულობას მატებს, ჩვენ კი მუშაობას არასდროს შევწყვეტთ. „რეალში“ გატარებული ბოლო წლები ამტკიცებს, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავს.
„ლა ლიგის“ გასულ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა საკმაოდ ადრე შევწყვიტეთ და აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გავაკეთეთ, რომლის მოგებაც მოვახერხეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი წარმატების და ჩვენი გუნდის ისევ მჯერა. ვიცით, როგორ გადავლახოთ სირთულეები. თუ წარუმატებლობებისგან გაკვეთილს მივიღებთ, ეს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. ახლა უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე სეზონის სტარტზე ვიყავით და ესაა მთავარი“, – აცხადებს ტონი კროოსი.