ტონი ფერგიუსონისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბრძოლის სავარაუდო თარიღი ცნობილია
აბოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირებას.
შეგახსნებეთ, რომ დაღესტნელმა უკანასკნელი დაპირისპირება დასტინ პორიეს მოუგო და ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა. ამჯერად კი ხაბიბს ქამრის დაცვა ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ მოუწევს.
„ესპნ“-ის (ESPN) ინფრომაციით, უკვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ბრძოლის გამართვასთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, ყველასთვის სასურველი ბრძოლა 2020 წლის 18 აპრილს, ბრუკლინის „ბარკლაის ცენტრში“ გაიმართება. აღნიშნული სიახლე ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტ ბრეტ ოკამოტოს მიაწოდა, აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ სულ მალე ორთაბრძოლა სულ მალე დაანონსდება.