ტონგამ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. კუნძულელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტოუტაი კეფუმ, შერკინებაში ორი მორაგბე შეცვალა და განაცხადა, რომ ეს ძლიერ ქართველ მორკინალებთან უკეთ გასამკლავებლად გააკეთა.
ტონგელებმა ნოემბრის ტესტების მეორე შეხვედრა უელსთან ჩაატარეს და დიდი ანგარიშით დათმეს. „ზღვის არწივებს“ წლის დასკვნითი სერიების გამარჯვებით დასრულება სურთ.
კუნძულელთა შემადგენლობა საკმაოდ ძლიერია. მათი ბურჯები Top 14-ში და Pro 14-ში ასპარეზობენ (ფისი’იჰიო – „სტად ფრანსე“, ფია – „ოსფრეიზი“). გუნდის წამყვანი მოთამაშეა ცხრა ნომერი ტაკულუა, რომელიც ინგლისის პრემიერშიფში, ნიუ ქასლ „ფალქონსში“ ირჯება. საფრანგეთის Top 14-ის კლუბ „გრენობლში“ თამაშობს მათი შუამარბი ტაუფა.
23 კაციანი შემადგენლობა –
შერკინება – 1. ფისი’იჰოი, 2. საკალია, 3. ფია, 4. ფიფიტა, 5. მაფი, 6. ფალეაფა, 7. ლოკოტუი, 8. კაპელი
უკანა ხაზი – 9. ტაკულუა, 10. მორატი, 11. კილიონი, 12. ტაუფა, 13. ვაენო, 14. ლოლოჰეა, 15. ლილო
მარქაფა – 16. ანგა’აელანგი, 17. ფაჰამოკიოა, 18. ტამეიფუნა, 19. ულუფონუა, 20. ფალეაფა, 21. ვაილანუ, 22. ფუკოფუკა, 23. პაკალანი
შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები“ ტონგას 24 ნოემბერს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.