33 წლის ტომი ბოუსთვის, რომელიც “ალსტერის” ღირსებას იცავს, წლევანდელი სეზონი ბოლო იქნება. ამის შესახებ მან საკუთარ “ტვიტერის” ანგარიშზე განაცხადა.
“ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი ბელფასტში გავატარე, თავიდან ჯორჯმა მითხრა, რომ საკმარისად სწრაფი არ ვიყავი, თუმცა შემდეგ ფორმაში შევედი. საოცარი წლები გავატარე, მაგრამ ახლა დროა გითხრათ, რომ ეს წელი ჩემთვის უკანასკნელია.”
ირლანდიელ ფრთას 2004-2017 წლებში 69 სანაკრებო კეპი აქვს მოპოვებული და მის ანგარიშზე 30 ლელოა (150 ქულა). ტომი ბოუ ორ ტურნეზე იყო ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში.
ბოლო ორ სეზონში ბოუ ტრავმებმა გააწვალა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ წლის დასრულებამდე მას ნაკრებში კიდევ ერთხელ ვიხილავთ.