თომას ტუხელმა ნეიმარს პსჟ-დან წასვლა გადააფიქრებინა
თომას ტუხელმა ნეიმარს პსჟ-დან წასვლა გადააფიქრებინა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა კვირას, 20 მაისს შეხვედრა გამართა პარიზელთა ფორვარდ ნეიმართან, – ამის შესახებ საკუთარ “ტვიტერზე” ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა გილიემ ბალაგემ დაწერა. როგორც მან გაარკვია, გერმანელმა სპეციალისტმა შეძლო ბრაზილიელის დარწმუნება, დარჩენილიყო მომავალი სეზონისთვის გუნდში.

ბალაგე ამტკიცებს, რომ ნეიმარი სერიოზულად განიხილავდა “პარი სენ-ჟერმენის” დატოვების შესაძლებლობას, რადგან გუნდში თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა.

ადრე პრესაში დაიწერა, რომ 26 წლის ფეხბურთელი კარიერის “რეალში” გაგრძელებას ფიქრობს.