თომას ტუხელმა „ბაიერნში“ დარჩენაზე საბოლოო უარი თქვა #1TVSPORT

09:35, 18.05.2024

თომას ტუხელი არ გააგრძელებს თანამშრომლობას „ბაიერნთან“ და ამ სეზონის შემდეგ დატოვებს მიუნხენურ კლუბს.

გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ რამდენიმე არგუმენტის მოშველიებით სცადა ტუხელის დაყოლიება გუნდში დარჩენაზე, მაგრამ ვერ დაარწმუნა გერმანელი სპეციალისტი.

გუნდის სპორტული დირექტორი მაქს ებერლი ტუხელს სამწლიან კონტრაქტს დაჰპირდა, მაგრამ ეს არ იყო ასახული კონკრეტულ დოკუმენტებში. მწვრთნელს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ ებერლი მასთან მოლაპარაკებების გასამართად გაგზავნა, მაგრამ არ მიანიჭა მას საკმარისი უფლებამოსილება.

მსგავსი