თომას ტუხელით „ჩელსი“ და „ბაიერნი“ ინტერესდებიან
თომას ტუხელით „ჩელსი“ და „ბაიერნი“ ინტერესდებიან

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა, შესაძლოა, დატოვოს თავისი პოსტი სეზონის დასრულების შემდეგ, – იტყობინება „არ ემ სი“ (RMC).

თავად გერმანელი სპეციალისტი უარყოფს ამგვარ ჭორებს, მაგრამ ფრანგული პრესა ვარაუდობს, რომ პსჟ-ის ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, გაუშვას გერმანელი, რომელსაც არაერთმნიშვნელოვანი სეზონი ჰქონდა. გუნდმა მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, მაგრამ მერვედფინალში გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას და წააგო საფრანგეთის თასი და ლიგის თასი.

წყაროს ცნობით, ტუხელთან დაკავშირებულ სიტუაციას აკვირდებიან „ჩელსი“ და „ბაიერნი“. ეს კლუბები მზად არიან გერმანელს კონტრაქტი იმ შემთხვევაში შესთავაზონ, თუ მას პარიზულ კლუბს დაატოვებინებენ.