თომას ტუხელი - სტერლინგი ჩემთვის დიდი მოთამაშეა, რომელიც ასე გვჭირდებოდა #1TVSPORT
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა გუნდის ახალწვეულის, რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა:
„ის ჩვენთვის უზარმაზარი შენაძენია. იმედი მაქვს, რომ რაჰიმი ჩვენს გუნდს შეავსებს. ჩემთვის ის დიდი მოთამაშეა, რომელმაც ინგლისურ ფეხბურთზე კოლოსალური გავლენა მოახდინა.
რაც სტერლინგმა წლების განმავლობაში გააკეთა, პასუხისმგებლობის გრძნობა, თამაშის სტილი და უწყვეტი პროგრესი აჩვენებს რაჰიმის ძალიან მაღალ დონეს. სტერლინგი ინგლისური ფეხბურთის ეტალონია, რომელიც ასე გვჭირდებოდა“, – ციტირებს „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვებს BBC.
გასულ სეზონში რაჰიმ სტერლინგმა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.