თომას ტუხელი - ფოდენი, ბელინგემი და კეინი ერთად ვერ ითამაშებენ #1TVSPORT
თომას ტუხელი - ფოდენი, ბელინგემი და კეინი ერთად ვერ ითამაშებენ #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა იმსჯელა ნახევარმცველ ფილ ფოდენის როლზე ეროვნულ გუნდში.

„ამ მომენტისთვის, თუ შევინარჩუნებთ ჩვენს სტრუქტურას, ფოდენი, ბელინგემი და კეინი ერთდროულად ვერ მოხვდებიან სასტარტო შემადგენლობაში.

თუ ვილაპარაკებთ მე-10 ნომერზე, აქ შეუძლია ითამაშოს ფოდენმა, ასევე ბელინგემმა. ასევე უნდა ვიფიქროთ მორგან როჯერსზე, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა ჩვენთვის ამ პოზიციაზე. ასევე არის კოულ პალმერი, არის მორგან გიბს-უაიტი… ასე რომ, არის ბევრი ფეხბურთელი და არსებობს ალბათობა, რომ ყველას მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავიყვანთ.

მიმაჩნია, რომ ფილს შეუძლია ცხრიანის პოზიციაზე თამაში, შეიძლება იყოს ათიანი. პირველ რიგში, ეს იძლევა ორივე პოზიციისთვის ბრძოლის უპირატესობას. „მანჩესტერ სიტიში“ ის თითქმის „რვიანზე“ თამაშობს, ასევე „ათიანია“, ასე რომ, შესაძლოა, უახლოეს თვეებში განვიხილავთ მის როლს მერვე ნომერზე“, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.