თომას მიულერი - ლევანდოვსკი თუ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია, პარასკევს გამოჩნდება
„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, თომას მიულერმა თანაგუნდელ რობერტ ლევანდოვსკის მოუწოდა, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაამტკიცოს, რომ პლანეტის საუკეთესო ფორვარდია, – წერს Daily Mail.
„მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი? ეს პარასკევს გამოჩნდება. ლევანდოვსკიმ ამ შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს, – ამბობს თომას მიულერი. – ბოლო შეხვედრა მესიმაც შესანიშნავად ჩაატარა, მაგრამ ლევანდოვსკიმ „ბარსელონასთან“ მტჩში უნდა დაამტკიცოს, რომ ვერავინ შეედრება“.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ შეხვედრა პარასკევს, 14 აგვისტოს გაიმართება.