თომას მიულერი - არ ვარ დარწმუნებული, რომ მესის თამაშის დღევანდელი მანერა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდგება #1TVSPORT
თომას მიულერი - არ ვარ დარწმუნებული, რომ მესის თამაშის დღევანდელი მანერა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდგება #1TVSPORT

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა თომას მიულერმა შეაფასა ლიონელ მესის პერსპექტივები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე.

„ძალიან საინტერესო იქნება, თუ ის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. ამან შეიძლება ძალიან შეცვალოს ძალთა განლაგება. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, ამით არგენტინის ნაკრები უკეთესი გახდება თუ უარესი.

მე ვითამაშე მესის წინააღმდეგ MLS-ის ფინალში – ის ინთებოდა ბურთის მიღების მომენტში. შეტევაში მოძრაობის ინიცირებას ახდენდა, რადგან ყოველთვის სწორ პოზიციაში იმყოფებოდა. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ იმაში, რომ მისი თამაშის ამჟამინდელი მანერა იმუშავებს საერთაშორისო ფეხბურთის ტოპ-დონეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის არგენტინის ნაკრები საკმაოდ მაღლაა ფავორიტთა სიაში“, – მოჰყავს მიულერის სიტყვები Yahoo Sports-ს.

ლიონელ მესის ჯერ არ დაუდასტურებია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.