„დორტმუნდის“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაკეთდა განცხადება, რომ გერმანულმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელთან, ტომას მენიესთან კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ პარიზული კლუბის ბელგიელი ფეხბურთელი „დორტმუნდში“ იჯარის წესით ასპარეზობდა.
პრესაში ადრე იწერებოდა, რომ დორტმუნდელები მენიეს აშრაფ ჰაკიმის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც ორწლიანი იჯარის შემდეგ „სამეფო კლუბში“ დაბრუნდება.