თომას ბახს პრეზიდენტობის ვადის გაგრძელება ჯერ არ გადაუწყვეტია
თომას ბახს პრეზიდენტობის ვადის გაგრძელება ჯერ არ გადაუწყვეტია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ჯერ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, ისევ იყაროს თუ არა კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასკომის სხდომის შემდეგ განაცხადა კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან კლაუემ.

პრეზიდენტის არჩევნები 2021 წელს, ათენში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 137-ე სესიაზე გაიმართება.

„ბახს ჯერ არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება ახალ ვადაზე წასვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კლაუემ.

65 წლის თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი 2013 წლიდან არის.