თომას ბახმა მკაცრად გააკრიტიკა ევროლიგა
თომას ბახმა მკაცრად გააკრიტიკა ევროლიგა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა „ევროპული სპორტული მოდელის დაცვის“ აუცილებლობის შესახებ განაცხადა. გერმანელმა ჩინოსანმა ნეგატიურ მაგალითად ევროლიგა გამოიყენა.

ბახმა მოუწოდა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, ითანამშრომლონ თავიანთ მთავრობებთან. სპეციალურ სხდომაზე ბახმა გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა სპორტის არსებულ მოდელს ისევე განიხილავს, როგორც კომერციულ ორგანოებს. 

„ჩვენი მონაწილეობა სპორტში დაფუძნებულია სოლიდარობაზე, ინკლუზირობასა და მილიონობით მოხალისეზე“, – თქვა მან.

ბახმა უფრო კონკრეტულად ჩამოაყალიბა თავისი აზრი კალათბურთის მაგალითზე: „სპორტში ნებისმიერ კომერციულ ორგანიზატორებს უბრალოდ სურთ მოკრიფონ ნაყოფი იმ ხეებიდან, რომლებიც ჩვენ დავრგეთ და მრავალი წლის განმავლობაში ვზრდიდით. ისინი განიხილავენ სპორტს, როგორც საყოფაცხოვრებო საქონელს და ლაპარაკობენ თავისუფალ ვაჭრობასა და ურთიერთქმედებაზე. ეს ყველაფერი ბევრ ჩვენს სპორტულ ორგანიზაციას კატასტროფის წინაშე აყენებს. ამას ვხედავთ ევროლიგის მაგალითზე. ის იჭრება ევროპული კალათბურთის მუშაობაში და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ეროვნული ნაკრებების მატჩების ორგანიზებას“.