თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობაზე მეორედ იყრის კენჭს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი მზად არის, თავის ამჟამინდელ პოსტზე მეორედ იყაროს კენჭი, თუ კომიტეტის წევრთაგან მხარდაჭერას მიიღებს.
„თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს სურთ, რომ მე მეორე ვადით წამოვაყენო საკუთარი კანდიდატურა და ისევ ვემსახურო მათ და ოლიმპიურ მოძრაობას, მზად ვარ კიდევ ოთხი წელი დავრჩე პოსტზე“, – განაცხადა ბახმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე.
66 წლის ბახი 2013 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. ის 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონია ფარიკაობაში.