საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი კიბერსპორტის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანის წინააღმდეგ გამოდის. ორი დღის წინ, გაიმართა ორდღიანი შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტს, კიბერსპორტულ ორგანიზაციებსა და კიბერსპორტსმენებს შორის.
„გარკვეული დრო გავა იქამდე, სანამ ჩვენ ვუპასუხებთ რამდენიმე გადაუჭრელ საკითხს“, – ამბობს „ისპორტ-პორტალთან“ (eSport-Portal) კომენტარში ბახი. – „მანამდე, აზრი არ აქვს კიბერსპორტის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანაზე ლაპარაკს. ჩემს მემკვიდრეს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, კიბერსპორტსა და ტრადიციულ სახეობებს გააჩნიათ საერთო ღირებულებები, მაგალითად, ბრძოლის ჟინი. ჩვენ სწორად უნდა განვსაზღვროთ ეს ცენტრალური, საერთო ღირებულებები. მაგრამ, არსებობს წითელი ხაზი, როცა ლაპარაკია ძალადობასა და დისკრიმინაციაზე. ასეთი რამ არ შეიძლება იყოს ოლიმპიადაზე. ჩვენ ეს გვესმის“.
სამმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ კიბერფეხბურთელები ტიმ „ლატკა“ შვარტმანი „შალკედან“, ტიმო „ტიმოქს“ სიპი „ვოლფსბურგიდან“ და კაი „დეტო“ ვოლინი „მანჩესტერ სიტიდან“.